როგორ მუშაობს
პორტალის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პორტალი ემსახურება საქართველოში უკეთესი ტურისტული გარემოს შექმნას.
ჩვენი მიზანია ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და დროულად მოგვარება.
ჩაერთეთ ქვეყნის განვითარების საქმეში, მარტივად დარეგისტრირდით პორტალზე ან გაიარეთ ფეისბუქ-ავტორიზაცია და შეიტანთ თქვენი წვლილი ტურიზმის განვითარებაში.
თუ აღმოაჩენთ რაიმე პრობლემას ტურიზმის სფეროში, აუცილებლად მოგვწერეთ:
• დააფიქსირეთ მისამართი, სადაც აღმოაჩინეთ პრობლემა; გამოიყენეთ ღილაკი „ადგილმდებარეობის დადგენა“, რომელიც ავტომატურად მონიშნავს პრობლემის ადგილს (გრძედი, განედი);
• აირჩიეთ ერთ-ერთი კატეგორია: დანაგვიანება, ინფრასტრუქტურა, გზები, სანიტარული კვანძი ან სხვა;
• აირჩიეთ რეგიონი;
• სასურველია მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი;
• სასურველია მოგვწეროთ პრობლემის მოკლე აღწერა;
• ატვირთეთ პრობლემის ამსახველი ფოტომასალა (ვიდეო-ფაილი არ იტვირთება);
• განცხადების გადასაგზავნად დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.
ატვირთული განცხადება გაივლის შემდეგ ეტაპებს:
• განცხადებას მიიღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკუკავშირის, ანალიზისა და რეაგირების სამმართველო; (განცხადების სტატუსი „მიღებული“)
• იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეესაბამება ტურიზმის სფეროს, იგი იქნება უარყოფილი; (განცხადების სტატუსი „უარყოფილია“)
• განცხადება შინაარსის მიხედვით, გადაეგზავნება შესაბამის უწყებას, რომელიც ვალდებულია შესაძლოდ მოკლე ვადაში იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე; (განცხადების სტატუსი „გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“)
• უფლებამოსილი უწყება განახორციელებს განცხადებაზე რეაგირებას, ატვირთავს პრობლემის მოგვარების ამსახველ ფოტო-მასალას (თუ ეს შესაძლებელია პრობლემის თემატიკიდან გამომდინარე) და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აცნობებს, რომ დაასრულა მუშაობა; (განცხადების სტატუსი „მუშავდება“)
• საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს საბოლოო შემოწმებას, რის შედეგადაც პრობლემა შეფასდება მოგვარებულად. (განცხადების სტატუსი „შესრულებულია“)
გამოგზავნილი განცხადების სტატუსის გადამოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, „ჩემი განცხადებების“ განყოფილებაში. სტატუსის ყოველი შეცვლის შემდეგ, განცხადების გასწვრივ გამოჩნდება ძახილის ნიშანი. „!“ ეს ნიშანი გამოჩნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრატორის მიერ გამოგზავნილი გაქვთ ახალი შეტყობინება კომენტარის ველში.
განცხადებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, შეძლებთ იხილოთ პრობლემის მოგვარების ამსახველი ფოტო-მასალა (თუ ეს შესაძლებელია პრობლემის თემატიკიდან გამომდინარე).
პორტალზე მუშაობს ონლაინ-ჩათი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ.
ერთად ვიზრუნოთ ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.